საქართველო--ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას

საქართველო--ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას
“დოლარმადიდებელი” ჯო ვილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-“შაბაშია” ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები , და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაყვეყნა და თურმე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება.
„”დოლარმადიდებელი” ჯო ვილსონის თანაორგანიზებით, 10 სექტემბერს, ჰელსინკის კომისიის სხდომა-“შაბაშია” ახალი ე.წ. მოწმეებით – უსამშობლოები , და საქართველოსთვის ნატოს მეხუთე მუხლის მინიჭების მოწინააღმდეგე ანალიტიკოსი ლუკ კოფი. ხსენებულმა კომისიამ, ამ ერთ-ერთმა ანტიქართულმა სტრუქტურამ, მორიგი განცხადებაც გამოაყვეყნა და თურმე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარა ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და თურმე რეგიონში აშშ-ის ინტერესებს მმართველი გუნდის ქმედებებით საფრთხე ექმნება. ამას უტიფრად გველაპარაკებიან ვაშინგტონიდან, როცა 2024 წლის მონაცემებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონლით ვაჭრობის მთლიანი მოცულობა (ექსპორტი + იმპორტი) დაახლოებით 582 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა თავად ვაშინგტონზეა დამოკიდებული და ეს მრავალჯერ თქვა ოფიციალურმა თბილისმა. მარგინალი ნაცრადიკალების ე.წ. “დანოსების” მოსმენა კაპიტოლიუმში არანაირად წაადგება თანამშრომლობის განახლებას. საქართველოს ხელისუფლება მოთმინების რეჟიმშია.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს