საქართველო – აშშ-ის ურთიერთობებს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აფასებს

ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი – პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით – ამის შესახებ -ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა “რადიო თავისუფლებას” ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. მისი თქმით, აშშ ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.
“მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, მთავრობა შეუდგა: ანტიდემოკრატიული მოქმედებების წყების განხორციელებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონების წარმოდგენისა და განხორციელების ჩათვლით, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ისა და ევროკავშირის ღირებულებებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან; აშშ-ის შესახებ უარყოფითი დეზინფორმაციის გაზრდას, მათ შორის ამ ქვეყანაში ჩვენი მოქმედებებისა და განზრახვების შესახებ.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ მთავრობას, რომ იმ ქმედებებს მოჰყვებოდა შედეგები და მაისში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. სწორედ იმ ქმედებების გამო ჩვენ უკვე განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედება იმ იმედით, რომ მთავრობა შეიცვლიდა კურსს და დაუბრუნდებოდა გზას, რომელიც საქართველოს ხალხს აძლევს იმას, რაზეც ასე მკაფიოდ განაცხადეს, რომ სურთ. ეს არის დასავლეთთან ინტეგრირებული მომავალი: ახლო ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრობა.
უნდა გავიმეორო, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამისი ხაზგასმა: აშშ არის ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ იმას, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არა დამოკიდებული პარტნიორი – პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით. ხელი-ხელ ჩაკიდებული ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველოს შეძლებოდა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შემდგომი აგრესიისგან.
ჩვენ ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი, როცა საქმე ეხება მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ საქართველოს ხალხს აიხდინოს თავისი ოცნება – გახდეს ევროკავშირის წევრი, დასავლეთის ნაწილი – არის უცვლელი. და კვლავ, მთავრობის სპეციფიკურმა მოქმედებებმა, ვფიქრობ, საქართველო, სამწუხაროდ, გადაიყვანა ამ გზიდან. არაფერი გვინდა იმაზე მეტად, ვიდრე მუშაობა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს იმას, რაც ხალხს გაცხადებულად სურს”, – განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება, სანქციებს, ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. განმარტავს იმასაც, რომ აშშ-ის ორპარტიული შეშფოთება „ქართული ოცნების“ მოქმედებებისა და რიტორიკის გამო, არ შეიცვლება, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ამერიკის საპრეზიდენტო .
„სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ – არა.
ჩემთვის უკიდურესად დასანანი და ღრმად დამამწუხრებელია, რომ ჩვენი ურთიერთობები ახლა დაძაბულია, საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო. ვიტყოდი აგრეთვე, რომ ევროკავშირიც დაახასიათებდა თავის ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან როგორც დაძაბულს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კი ფაქტობრივად გაყინულია. მსურს, გავიმეორო, რომ ეს არ არის ის, სადაც ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ. აქ საქმიანობას შევუდექი დიდი, ამბიციური გეგმებით, რომლებიც ეხებოდა: ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაზრდას, სამხედრო თანამშრომლობის გაზრდას და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ნაწილის შეჩერება მოგვიწია, მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგიერთ სპეციფიკური მოქმედების გამო.
მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, მთავრობა შეუდგა: ანტიდემოკრატიული მოქმედებების წყების განხორციელებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონების წარმოდგენისა და განხორციელების ჩათვლით, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ისა და ევროკავშირის ღირებულებებს და შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან; აშშ-ის შესახებ უარყოფითი დეზინფორმაციის გაზრდას, მათ შორის ამ ქვეყანაში ჩვენი მოქმედებებისა და განზრახვების შესახებ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ მთავრობას, რომ იმ ქმედებებს მოჰყვებოდა შედეგები და მაისში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. სწორედ იმ ქმედებების გამო ჩვენ უკვე განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედება იმ იმედით, რომ მთავრობა შეიცვლიდა კურსს და დაუბრუნდებოდა გზას, რომელიც საქართველოს ხალხს აძლევს იმას, რაზეც ასე მკაფიოდ განაცხადეს, რომ სურთ. ეს არის დასავლეთთან ინტეგრირებული მომავალი: ახლო ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირის წევრობა”, – განაცხადა ელჩმა.
აშშ-ის ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის თქმით, სიცრუეა, რომ თითქოს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო სანქციები დაუწესა. როგორც მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, მასთან შეხვედრას თავს არიდებს.
ჟურნალისტის კითხვა: ის ძალიან სწრაფად გამოეხმაურა თქვენი საელჩოს ერთ-ერთ ფეისბუკის „ქარდს“, რომელიც შეეხებოდა მის საქმეს „კრედიტ სუისთან“, რაც ძალიან უჩვეულოა – ის პირადად ძალიან იშვიათად რეაგირებს ასე სწრაფად ვინმეს განცხადებაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ის ასეთი სწრაფი თავის პასუხში? რა ადარდებს მას? შეხვედრიხართ ოდესმე?
ელჩი: არასდროს შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში და მან უარი განაცხადა ყველა შეხვედრაზე. ვფიქრობ, პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. და მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ დაგვიწესებია ფინანსური სანქციები ბატონი ივანიშვილისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის.
ვიცი, იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ეს გავაკეთეთ, თავად მან [ივანიშვილმა] განაცხადა, რომ მის მიმართ არის დე ფაქტო სანქციები, რაც არ არის სიმართლე.
მას აქვს საკუთარ ფულთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები „კრედიტ სუისთან“ და როგორც ჩვენი საელჩოს პოსტში განვაცხადეთ, ის საქმეები განიხილება სასამართლოებში, ბერმუდასა და სინგაპურში და არა აშშ-ის მთავრობასთან. მისი საერთაშორისო ადვოკატები იმის თაობაზე არ დავობენ, რომ ჩვენ მას [ივანიშვილს] დე ფაქტო სანქციები დავუწესეთ. ასე რომ, ეს უბრალოდ არ არის სიმართლე. არ ვიცი რატომ შეიძლება საკუთარ ფულზე რაღაც აღქმის გამო, ჩვენთან გულწრფელ, პირდაპირ საუბარზე უარს აცხადებდეს პარტიის საპატიო ლიდერი და თავმჯდომარე თუ, მრავალი თვალსაზრისით, ამ მთავრობის ლიდერი – საქართველოს პარტნიორებთან, რომლებსაც 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გარდა არაფერი უკეთებიათ.
ჟურნალისტი: შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ – დაადასტუროთ ან უარყოთ „ამერიკის ხმის“ ინფორმაცია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პროექტი უკვე მომზადებულია?
ელჩი: ვფიქრობ, იცით, რომ ჩვენ არასდროს ვაანონსებთ სანქციებს. ასე რომ, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ჩვენ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. თუმცა, გავიმეორებ, რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვისას, არ გამოვრიცხავთ საგარეო პოლიტიკის ჩვენს ხელთ არსებული არც ერთი ინსტრუმენტის გამოყენებას და ამ ინსტრუმენტებს შორის არის სანქციებიც.
ჟურნალისტი: რისი თქმა შეგიძლიათ აშშ-ის მთავრობასთან ივანიშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ კომუნიკაციაზე ან კომუნიკაციის მცდელობაზე მის პირად უსაფრთხოებაზე, მომავალზე ან რაიმე სხვა საკითხზე სავაჭროდ? ვრცელდებოდა მსგავსი ინფორმაცია და განცხადებებიც.
ელჩი: ვერ დავიჩემებ, რომ მესმის ბატონი ივანიშვილის რომელიმე კომუნიკაციის უკან რა მოტივია. ჩვეულებრივ, ძალიან არ ვისურვებდი ლაპარაკს პირად კომუნიკაციაზე, თუმცა მან თავად წამოსწია ამ კომუნიკაციის თემა თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში და მართალია – მას ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია და სამწუხაროდ, მართალია აგრეთვე ის, რომ იმ კომუნიკაციების დროს მან მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის ჩვენ არ გვხვდება, არის ის, რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული.
ჟურნალისტი: „ჩვენ“-ში საელჩოს გულისხმობთ? იმიტომ გეკითხებით, რომ იყო ცნობები და ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ მან თავისი ერთ-ერთი მინისტრი – უშიშროების სამსახურის უფროსი გაგზავნა აშშ-ში გარკვეული გზავნილების გადასაცემად.
ელჩი: ეს თქვენს წინა კითხვას უბრუნდება, გვაქვს თუ არა ღია კომუნიკაცია მთავრობასთან. და კი, ჩვენ გვაქვს, სხვადასხვა სამინისტროს მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრთან. არ მინდა, რომ ეს შეწყდეს. მინდა, გვქონდეს ღია კომუნიკაცია ამ მთავრობასთან. ამიტომაც მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, ამიტომაც იყო იქ არაერთი მინისტრი. საქართველო ვაშინგტონის ნატოს სამიტზეც მივიწვიეთ მივიწვიეთ ივლისში. ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით, რომ ჩვენ…
ჟურნალისტი: … რომ თქვენ თითქოს ოპოზიციას დაეხმარეთ ამ სანქციებით – ეს იყო ერთ-ერთი განცხადება.
ელჩი: ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ… მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ – არა.
ჟურნალისტი: ასე რომ, შეიძლება, შემდგომი სანქციები დაწესდეს არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. ამას ამბობთ.
ელჩი: დიახ, ამას ვამბობ.