საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა

საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი სტუმრების სასარგებლოდ 0:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარში, მატჩის 48-ე წუთზე ალბანელებმა ანგარიში გახსნეს, გოლი საქართველოს ნაკრების კარში კრისტიან ასლანმა გაიტანა.
„ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს, ისევე როგორც 6 – 6 ქულა აქვთ ჩეხეთს და ალბანეთს. ჯგუფში სამი ქულით რჩება , რომელიც დღეს ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებს მოგვიანებით დაუპირისპირდება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “ერთა ლიგაზე” მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს უკრაინასთან ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ