საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი “შუა დერეფანში” საერთო ტარიფებზე შეთანხმდნენ – Report (bm.ge)

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი “შუა დერეფანში” საერთო ტარიფებზე შეთანხმდნენ – Report (bm.ge)
აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველოს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ცნობილი როგორც “შუა დერეფანი”, ერთიან ტარიფზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია Report ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება „შუა დერეფანში შეფერხებების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმის“ ნაწილია, რომელსაც ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზებმა ალმათიში მოაწერეს ხელი.
“შუა დერეფანში” საერთო სატარიფო სისტემის დანერგვაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. 2023 წელს, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “შუა დერეფანში” საერთო ტარიფების დანერგვაზე მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო სფეროს მინისტრებმა 2022 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარების შესახებ, რომლის მიზანია კასპია-შავი ზღვის რეგიონში ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდა.
Bm.ge