„საქართველოში Justin Timberlake-ის კონცერტს 55 000 მსმენელი დაესწრო, მათ შორის 20 000 ტურისტი იყო“ – Starring Georgia

Starring Georgia-ს მენეჯერის, ციცი იაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ამერიკელი მუსიკოსის, Justin Timberlake-ის კონცერტზე 20 000 ტურისტი ეწვია, ხოლო ჯამში ღონისძიებას 55 000 მსმენელი ჰყავდა.
მისივე თქმით, საქართველო მსოფლიო გასართობ რუკაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანაა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება.
“ყველანაირმა ბიზნესმა Justin Timberlake-ის კონცერტი სათავისოდ გამოიყენა. კერძოდ, უამრავმა კაფემ კონცერტის შემდეგ, სხვადასხვა, ღონისძიებები დააანონსა, ტანსაცმლის მაღაზიები მომხმარებლებს კონცერტზე ჩასაცმელ ე.წ. ლუქებს სთავაზობდნენ, საქართველოს საზღვარზე, რაც ხდებოდა ვნახეთ, 22 და 23 ივლისს თბილისის 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის დაჯავშნა შეუძლებელი იყო და ა.შ. ეს ყველაფერი გასართობი ინდუსტრიისა და Starring Georgia-ს გავლენაა საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა ისე, რომ ზაფხულის ცხელ დღეს 55 000 ადამიანიდან რიგში შეფერხება არავის ჰქონდა. ამ მასშტაბისა და ხარიხის ორგანიზებით საერთოდ სხვა ორბიტაზე გავედით”, – აცხადებს Starring Georgia-ს მენეჯერი.
ამასთან, ციცი იაშვილი გამოწვევების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სფეროში, ამჟამად, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი თბილისში დახურული საკონცერტო სივრცის არ არსებობაა და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული საკითხი მალე მოგვარდება.
შეგახსენებთ, რომ Starring Georgia საქართველოს მთავრობის, კერძოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შეიქმნა. პროექტის მიზანია საერთაშორისო სცენაზე საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, ასევე მაღალი დონის მუსიკალური ღონისძიებების ჩატარება.
ცნობისთვის, მუსიკოს, Justin Timberlake-ის კონცერტი, 23 ივლისს “დინამო არენაზე” გაიმართა. Justin Timberlake მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
ამასთან, არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის ჰიტ-სინგლებს: Selfish და No Angels.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა ისევ 15 დღიანი პატიმრობით ისჯება

საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელებას დაწყებული საქმეების დასრულების მიზნით – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1620 კონსტიტუციური სარჩელი