საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება – კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი

ს“ კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია – All Star-ი გაიმართება.
„საქართველოს ბაკის“ ცნობით, All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ.
„მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.
ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამ-ქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.
საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის