საქართველოში 9 თვეში რბილი სათამაშოების იმპორტი 51.2%-ით შემცირდა – სად ვყიდულობთ? (bm.ge)

საქართველოს რბილი სათამაშოების იმპორტი შეუმცირდა. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 86 ტონა სათამაშოში $98 ათასი გადაიხადა. მაშინ, როდესაც, გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მიერ შეძენილი რბილი სათამაშოების მოცულობა 118 ტონა იყო, ხოლო გადახდილი თანხა $201 ათასს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს იმპორტი 51.2%-ით შეუმცირდა, ხოლო მოცულობაში 27.1% კლება დაფიქსირდა.
ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი წელს გაერთიანებული სამეფო იყო, სადაც საქართველომ 9 თვეში $59 ათასის 51 ტონა სათამაშო შეიძინა. აღნიშნული ბაზარი, წელს მთლიან რბილი სათამაშოების იმპორტში 60%-ს შეადგენს.
საქართველოსთვის რბილი სათამაშოების მთავარი საიმპორტო ბაზრები (2025/9 თვე):
· გაერთიანებული სამეფო – $59 ათასი, 51 ტონა;
· ბელგია – $16 ათასი, 17 ტონა;
· იტალია – $10 ათასი, 3 ტონა;
· პოლონეთი – $5 ათასი,13 ტონა;
· ნიდერლანდები – $4 ათასი, 80 კგ.
რაც შეეხება ექსპორტს, სტატისტიკაში საქართველოს რბილი სათამაშოების ექსპორტი ნულოვანი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

„რუსი სამხედროების ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ორ დანაშაულს წარმოადგენს – პირველი არის მკვლელობა და მოსახლეობის ძალადობრივი გადასახლება და მეორე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების დეპორტაცია“ – გაეროს კომისია