საქართველოში $6 მილიარდზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills – ირაკლი კობახიძე

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტიმოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანიაEagle Hills-ი, ასეთი მოცულობისკაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობისგამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, – ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმამ Eagle Hills-ისსაქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვითგამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ისსახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლესხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.
„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა დამოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერსჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტიმოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანიაEagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოსისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოურიინვესტიციაა.
უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულმადლობას ვუხდი პროექტისსულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარსდა ჩვენს პარტნიორებს არაბთაგაერთიანებული საამიროებიდან. ასეთიმოცულობის კაპიტალდაბანდება არისუდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენიქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენიეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობისნათელი დადასტურება. განსაკუთრებითსასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულპროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი,დეველოპერი, რომლის სახელიცსაერთაშორისო ასპარეზზე უმაღლესხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუროგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერშექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი დახელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესისსაერთაშორისო ლიდერებს”, – განაცხადაპრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტისმასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიადახალი, თანამედროვე ურბანულიეკოსისტემების შექმნაზე.
„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი – მილიონკვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობისსაცხოვრებელი და კომერციულიკომპლექსებით, სასტუმროებითა დარეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროსახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასისკურორტი, რომელიც უმაღლესი კლასისტურისტული ინფრასტრუქტურისგანვითარებას გულისხმობს“, – განაცხადაპრემიერმა.