საქართველოში, თბილისის დროით 02:03 საათზე 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში იყო.
დაზუსტება: პირველადი ინფორმაციით, სეისმური მონიტორინგის ცენტრს ვებგვერდზე ეწერა, რომ მიწისძვრა 5.3 მაგნიტუდის იყო, ხოლო ეპიცენტრი – ონიდან 1 კილომეტრში, სოფელ ონჭევში.
