საქართველოში 4 თვეში 1.4 მლნ ღირებულების ნაყინი შემოვიდა – სად ვყიდულობთ პროდუქტს?

2024 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში 1 მილიონ 424 ათასი დოლარის ღირებულების 263 ტონა ნაყინი შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნაყინის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღირებულებით 11.8%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობით 2.7%-ით შემცირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნაყინის ფასი გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ ნაყინის შემოტანა მთავარი საიმპორტო ქვეყნიდან – თურქეთიდან და დან შემცირებულია, ხოლო უკრაინიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ნაყინი სულ 11 ქვეყნიდან შევიძინეთ.
5 საიმპორტო ბაზარი კი ასე გამოიყურება: