საქართველოში 3198 განთავსების ობიექტია – რომელ რეგიონებშია ყველაზე დიდი სასტუმროები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში 4 ტიპის განთავსების ობიექტები არსებობს. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3198 განთავსების ობიექტია, აქედან 1232 სასტუმროა, 1281 – საოჯახო სასტუმრო, 454 – სასტუმრო სახლი და 231 – სხვა ტიპის განთავსების ობიექტი. აქედან ყველაზე მეტი (37 788) ოთახი აქვს სასტუმროებს, შემდეგ – საოჯახო სასტუმროებს (8164) და სხვა ტიპის განთავსების ობიექტებს (4568).
რაც შეეხება განთავსების საშუალებებში ოთახების რაოდენობას, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
ქვეყანაში 5 და ნაკლები ოთახი 1214 განთავსების საშუალებას აქვს, 6-დან 10 ოთახამდე – 811-ს, 11-დან 20 ოთახამდე – 587-ს და 21 ოთახზე მეტი – 596 განთავსების საშუალებას. აქედან, ყველაზე მეტი 21 ოთახზე დიდი სასტუმროები თბილისში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთშია.