საქართველოში 3.4 მილიონზე მეტი სესხია გაცემული

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სულ გაცემულია 3 420 200 კრედიტი, ჯამში 57.681 მლრდ ლარის მოცულობის. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
რაც შეეხება მიზნობრიობას, ყოველთვიურად რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხელშეკრულება სამომხმარებლო სესხებზე იდება, შემდეგია ბიზნეს და სალომბარდე სესხები.
2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი 3 420 200 დადებული ხელშეკრულებიდან სესხების მიზნობრიობა ასე გამოიყურება:
· სამომხმარებლო სესხი – 1 581 300 ხელშეკრულება, 11.099 მლრდ ლარიბიზნეს სესხი – 291 100 ხელშეკრულება, 33.384 მლრდ ლარი
· სალომბარდე სესხი – 223 200 ხელშეკრულება, 359.8 მლნ ლარიიპოთეკა – 158 200 ხელშეკრულება, 11.325 მლრდ ლარი
· ავტო სესხი – 10 500 ხელშეკრულება, 341.9 მლნ ლარი
· სხვა სესხი – 1 150 800 ხელშეკრულება, 1.170 მლრდ ლარი.
სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე დადებულია 3 347 400 ხელშეკრულება, ჯამში 32.356 მლრდ ლარის მოცულობის. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 25.324 მლრდ ლარს შეადგენს, დადებული ხელშეკრულების რაოდენობა კი 72 700-ია.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ