საქართველოში 26 ივლისს შესაძლებელია წვიმა, ელჭექი და სეტყვა, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ზოგან გაწვიმდეს, შესაძლებელია ასევე ელჭექი და სეტყვაც.
მათივე ინფორმაციით, 28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„თბილისში 26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +38 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +38 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 26 ივლისს ზოგან გაწვიმდება, 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 26-27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.