საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონი შეადგინა.
6,109,755 საერთაშორისო მოგზაური – 2024 წელთან შედარებით ზრდა +5.4%
4,307,094 საერთაშორისო ტურისტი – 2024 წელთან შედარებით ზრდა +7.9%
რაც შეეხება 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულმა მაქსიმუმა 2 მილიონი ვიზიტი შეადგინა
2,956,014 საერთაშორისო მოგზაური – 2024 წელთან შედარებით ზრდა +6.6%
2,036,731 საერთაშორისო ტურისტი – 2024 წელთან შედარებით ზრდა +9%

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა