საქართველოში 2025 წელს 32.1 მილიონი დოლარის ღირებულების სუნამო შემოვიდა – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ცხრა თვეში საქართველოში იმპორტირებილი სუნამოსა და ტუალეტის წყლის მოცულობამ 896 ტონას მიაღწია, რაც 9.2%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იმპორტირებული სუნამოს საერთო ფინანსურმა მოცულობამ 32.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.1%-იანი ზრდაა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი სუნამო შემოდის:
· საფრანგეთი – 9.3 მლნ $, 91 ტონა
· ესპანეთი – 4.4 მლნ $, 73 ტონა
· იტალია – 3 მლნ $, 45 ტონა
· არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2.5 მლნ $, 175 ტონა
· ჩინეთი – 1.9 მლნ $, 216 ტონა
· ბელგია – 1.9 მლნ $, 6 ტონა
· დიდი ბრიტანეთი – 1.9 მლნ $, 32 ტონა
· პოლონეთი – 1.6 მლნ $, 98 ტონა
· თურქეთი – 1.4 მლნ $, 101 ტონა
· შვეიცარია – 0.64 მლნ $, 6 ტონა