საქართველოში 2018-2022 წლებში 112 049 ქორწინება და 53 888 განქორწინება დარეგისტრირდა. ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა სადეპუტატო კითხვის პასუხად „საქსტატიდან“ მიიღო.
უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
· 2018 წელი – 23 202 რეგისტრირებული ქორწინება
· 2019 წელი – 23 285 რეგისტრირებული ქორწინება
· 2020 წელი – 16 359 რეგისტრირებული ქორწინება
· 2021 წელი – 23 155 რეგისტრირებული წორწინება
· 2022 წელი – 26 048 რეგისტრირებული ქორწინება
რაც შეეხება განქორწინებებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 5 წელში ქვეყანაში 53 888 განქორწინების რეგისტრაცია მოხდა.
რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა 2018-2022 წლების მიხედვით:
· 2018 წელი – 10 288 რეგისტრირებული განქორწინება
· 2019 წელი – 11 205 რეგისტრირებული განქორწინება
· 2020 წელი – 7 643 რეგისტრირებული განქორწინება
· 2021 წელი – 10 654 რეგისტრირებული განქორწინება
· 2022 წელი – 14 098 რეგისტრირებული განქორწინება