საქართველოში 1352 ირემი, 700-მდე ჯიხვი და 300-ზე მეტი ქურციკია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 1352 ირემი, 700-მდე ჯიხვი და 300-ზე მეტი ქურციკია დაფიქსირებული.
ქურციკის რეინტროდუქციის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ქურციკების (ჯეირნების) რეინტროდუქცია აზერბაიჯანიდან საქართველოში.
რეინტროდუქცია წარმატებით მიმდინარეობს 2013 წლიდან დღემდე. პროექტი ხორციელდება WWF-კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის და TJS ფინანსური მხარდაჭერით. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 2023 წლის მონაცემებით 300-ზე მეტი ქურციკია დაფიქსირებული.
კეთილშობილი ირმის მონიტორინგი მიმდინარეობს 4 დაცულ ტერიტორიაზე – ბორჯომ- ხარაგაულის, თუშეთის, ლაგოდეხის, თბილისის ეროვნულ პარკში (გარდაბანი). 2023 წლის მდგომარეობით 1352 ირემი დაფიქსირდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით (1334 ინდივიდი) გაზრდილია 18 ინდივიდით.
ჯიხვის მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე – 2018 წლიდან, პირველად კავკასიაში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და ზაქათალას აღკვეთილში. პროექტის განმახორციელებელი NACRES. 2022-2023 წლების მდგომარეობით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ჯიხვის დაახლოებით 700- მდე ინდივიდი.
კეთილშობილი ირმის რეინტროდუქციის პროექტები – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტი. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს ნაკრესის მიერ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, დონორი BP.