საქართველოში სიღარიბის კლების ტენდენციაა, – ამის შესახებ სოფლიო ბანკის “სიღარიბისა და თანასწორობის” (Poverty & Equity) მოკლე მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ 2017-იდან 2023 წლამდე სიღარიბის მაჩვენებელი 53.9%-იდან 40.7%-მდე შემცირდა, რის მიზეზად დასახელებულია ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შრომის ბაზრის გაუმჯობესება.
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში კეთილდღეობის სხვაობა 2017 წლის 5.1-დან 2023 წელს 4.0-მდე გაუმჯობესდა. ამის მიზეზადაც კი მსოფლიო ბანკი ეკონომიკურ წინსვლასა და სამთავრობო პროგრამებს ასახელებს.
ცნობისთვის, კეთილდღეობის სხვაობა საშუალო კოეფიციენტია, რაზეც შემოსავლები მრავლდება და დგინდება, საზოგადოების რამდენმა წევრმა მიაღწია კეთილდღეობის სტანდარტს, ანუ 2017 წლის მსყიდველუანრიანობის პარიტეტით გამოხატულ 25-დოლარიან დღიურ შემოსავალს.
მსოფლიო ბანკის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში უთანასწორობა შემცირდა, რასაც ჯინის ინდექსი (Gini index), ანუ მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი ადასტურებს. კერძოდ, ეს მაჩვვენებელი 2017 წლის 37.9-დან 2023 წელს 34.8-მდე შემცირდა.
“კოვიდპანდემიის შემდეგ სიღარიბის შემცირების მცდელობებს ხელი შეუწყო ხელფასების, პენსიებისა და სოციალური დაცვის გაძლიერებული ზომების ზრდამ. ამასთან, 2024 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის 1.9%-მდე შემცირებამ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ცხოვრების ხარჯის ზეწოლა შეამცირა,” – წერს მსოფლიო ბანკი.
შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი სიღარიბის მაჩვენებელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვრით ადგენს, რომელიც დღიური მოხმარების კუთხით 2017 წლის მსყიდვეულნარიანიობის პარიტეტით გამოხატულ 6.85 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.
