საქართველოში ჯანდაცვა ერთ წელიწადში 7%-ით გაძვირდა

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები ერთ წელიწადში 7 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთ წელიწადში ჯანდაცვის სექტორში ფასები ყველაზე მეტად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე გაიზარდა და ზრდამ 9,1% შეადგინა. საავადმყოფოების მომსახურება 9%-ით გაძვირდა, ხოლო 5,3%-იანი გაძვირება იყო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ჯგუფში.
სტატისტიკის თანახმად, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ჯანდაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე.