საქართველოში წელს 5.4 მლნ კვ.მეტრი ფართობის შენობების მშენებლობის ნებართვა გაიცა

საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 594 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6 პროცენტით მეტი) 5 393 500 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35 პროცენტით მეტი).
“საქსტატის” ცნობით, ნებართვების 74 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 9.7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
“2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 600 700 კვ.მ. ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.7 პროცენტით მეტი) 1 720 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.4 პროცენტით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37 პროცენტი მოდის თბილისზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.