საქართველოში წელს 3 616 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა – სად ყიდულობს ქვეყანა ელექტრომობილებს

საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად იზრდება მათი იმპორტიც ქვეყანაში. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 3 616 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 61 346.4 ათასი დოლარი იყო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სტატისტიკა ასეთია: სულ საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1 922 ცალი ელექტრომობილი, რომელთა ღირებულებაც 38 286.0 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი 88%-ითაა გაზრდილი.
საქართველოში ელექტრომობილების მთავარი იმპორტიორი არის . სწორედ აშშ-ზე მოდის ელექტრომობილების იმპორტის 74%-ი.
5 ქვეყანა, სადაც საქართველო ელექტრომობილებს ყიდულობს:
· აშშ – 2 665 ცალი;
· ჩინეთი – 423 ცალი;
· იაპონია – 293 ცალი;
· გერმანია – 85 ცალი;
· ბელგია – 58 ცალი;
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 5 224 ცალი ელექტრომობილის იმპორტი მოახდინა, რომლის საერთო ღირებულებაც 102 265.8 ათასი დოლარი იყო.
წყარო: businessinsider.ge