საქართველოში წელს შვეიცარიიდან $2 მილიონამდე ღირებულების მაჯის საათები შემოვიდა

საქართველოში წელს შვეიცარიიდან $2 მილიონამდე ღირებულების მაჯის საათები შემოვიდა
2023 წლის 11 თვეში საქართველოში $5 646 630 ღირებულების 61 ტონა საათები (მაჯის, ჯიბის) შემოვიდა. თანხობრივად ყველაზე მეტი შვეიცარიიდან $1 914 580 (1.9 ტონა), რაოდენობრივად კი ჩინეთიდან $870 210 ღირებულების 38 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს საქართველოდან 2023 წლის იანვარ-ნოემბერში $1 068 980 ღირებულების 3.7 ტონა საათი გავიდა. მთავარი საექსპორტო ქვეყნები კი ლატვია, შვეიცარია და სომხეთი არიან.