„საქართველოში წარმოებული ხიზილალის წარმადობის ზრდამ განაპირობა იმპორტის შემცირება“- „ლომისი 2023“

საქართველოში ხიზილალის იმპორტი შემცირდა. ადგილობრივი მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ იმპორტის შემცირებას ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებამაც შეუწყო. კომპანია „ლომისი 2023-ის“ ხარისხის სამსახურის მართვის ხელმძღვანელი ეკა გიგაური „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანია წლიურად 2 ტონა წითელ ხიზილალას აწარმოებს. 2023 წელს კი შავი ხიზილალის (ზუთხის ხიზილალა) პირველი მოსავალიც მიიღეს.
„წითელი ხიზილალას წარმადობა წლიურად 2 ტონაა. ვყიდით ადგილობრივ მაღაზიაში, რომელიც მოთხოვნიდან გამომდინარე, გავაფართოვეთ. ასევე, ონლაინაც ვფუნქციონირებთ და გვაქვს მიწოდების სერვისი თბილისის მასშტაბით.
რაც შეეხება შავ ხიზილალას, ის ზუთხის 12-14 წლის სიცოცხლისუნარიანობის შედეგად მიიღება. გასულ წელს გვქონდა პირველი „მოსავალი“, რომელსაც 40 და 100 გრამიან შეფუთვებში ვყიდდით.
გვყავდა იხტიოლოგები გერმანიიდან. ხიზილალაში 10 წლიანი ინვესტიციაა ჩადებული და ყოველ გაზაფხულს ველოდებით. შავი ხიზილალა მცირე რაოდენობით იქნება და ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი“.
მისი თქმით, საქართველოში წარმოებული ხიზილალის წარმადობის ზრდამ იმპორტის შემცირება განაპირობა. ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ხიზილალას ფასი იმპორტირებულზე ნაკლებია, ხარისხით კი არაფრით ჩამოუვარდება.
„საქართველოში წარმოებული ხიზილალის წარმადობის ზრდამ განაპირობა იმპორტის შემცირება. ადგილობრივი წარმოების ხიზილალა საკმაოდ ცნობილი გახდა. ასევე, ჩვენი ხიზილალა უფრო იაფია. ეს იმის ხარჯზე, რომ ტრანსპორტირება და იმპორტის გადასახადი არ გვიწევს. ნაკლები ხარჯებია, თუმცა ხარისხით არაფრით ჩამოუვარდება ქართული ხიზილალა, იმპორტირებულს. „თევზის სახლის“ ხიზილალა ევროპული სტანდარტით მზადდება და აქვს ადგილობრივი სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება, რაც იმას ნიშნავს , რომ გარკვეულ პერიოდულობით მოწმდება მისი უვნებლობა – ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, რაც იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხს ვთავაზობთ
ხიზილალა — თევზის ქვირითის დამუშავებით მიღებული პროდუქტია. ჩვენი ხიზილალას მარცვლები არის ერთი ზომის, ერთგვაროვანია, მთელია, თავისუფლად სცილდება ერთმანეთს. არის ზომიერად რბილი, თავისებურად მბრჭყვინავიცაა (თავისი სხივი აქვს) რაც მაღალი ხარისხის ხიზილალას ახასიათებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მაღალი ხარისხი დავიჭიროთ, რადგანაც კონკურენტუნარიანი ვიყოთ არამარტო ადგილობრივ, არამედ ბაზარზე იმპორტირებულ ხიზილასთან“.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, პროდუქციის რაოდენობა მზარდია. შესაბამისად, ხიზილალას ქსელურ მარკეტებში გატანა იგეგმება.
„ქსელური მარკეტებიდანაც გვქონდაა შემოთავაზებები, რომ ჩვენი პროდუქცია შესულიყო გასაყიდად. უახლოეს პერსპექტივაში ეს საკითხიც განიხილება“
კომპანია „ლომისი 2023-ის“ თევზსაშენი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარეობს და 7ჰა-ზეა გაშენებული. ტერიტორია მოიცავს საკუთრივ თევზსაშენს, რესტორან „თევზის სახლს“, თონეს, მაღაზიას და მინი ქარხანას. ამჟამად, დასაქმებულია 100-მდე ადამიანი.
ცნობისთვის, საქართველოში 2023 წელს 182 950 დოლარის ღირებულების 1.14 ტონა ზუთხის ხიზილალას (შავი ხიზილალა) იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.7%-ით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ზუთხის ხიზილალას მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ა.
2022 წლის მონაცემებით, რუსეთიდან 96 130 დოლარის ღირებულების 1.65 ტონა ხიზილალას იმპორტი განხორციელდა. 2023 წელს კი 55 230 დოლარის ღირებულების (0.91 ტონა) ხიზილალა შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან ხიზილალას იმპორტი 44.84%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება წითელ ხიზილალას (ორგულის ხიზილალა), 2023 წელს 1 775 070 დოლარის ღირებულების 125.71 ტონა წითელი ხიზილალას (ხიზილალის შემცვლელები (ორაგულის ხიზილალა(წითელი) და სხვა) იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.57%-ით ნაკლებია.