“საქართველოში ძალიან საგანგაშო ვითარებაა” – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოში, “აგენტების კანონის” განხილვის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ვითარება საგანგაშოა”.
მისივე თქმით, იგი ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილსაც ესაუბრა და უთხრა, რომ “აგენტების კანონპროექტი” საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უთხრის ძირს.
“საქართველოში ძალიან საგანგაშო ვითარებაა. ლატვია გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას. სამშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი, რომ “უცხოეთის გავლენის შესახებ კანონპროექტი” ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს”, – წერს ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ზე.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
მოლდოვა, უკრაინასთან ერთად, 2022 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა, 2023 წლის ბოლოს კი ევროკომისიამ მასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?