საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა – ერთ-ერთი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოში ცოცხალი რეპტილიების (გველის და კუს ჩათვლით) იმპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის 9 თვეში საქართველოში 37 760 დოლარის 0.89 ტონა ცოცხალი რეპტილიის იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში ცოცხალი რეპტილიების იმპორტი შედარებით ნაკლები იყო და 22 740 დოლარი შეადგინა, მოცულობამ კი 0.49 ტონა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, რეპტილიების მთლიანი იმპორტიდან 80%-ზე მეტი ჩინეთიდან ხორციელდება.
საანგარიშო პერიოდში რეპტილიების იმპორტი განხორციელდა ასევე უნგრეთიდან და რუსეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…