საქართველოში, შესაძლოა, საკონტეინერო მოსაკრებელი დაწესდეს

საქართველოში, შესაძლოა, საკონტეინერო მოსაკრებელი დაწესდეს
საქართველოში, შესაძლოა, საკონტეინერო მოსაკრებელი დაწესდეს. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს დღეს წარედგინა. მისი ინიციატორი უმრავლესობის წევრები გიორგი ხახუბია, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი კირცხალია და გოჩა ენუქიძე არიან.
ცვლილებებით, საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელი ის პირები იქნებიან, რომელთა საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერია.
კანონპროექით, საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა არაუმეტეს 30 ლარით განისაზღვრება. მოსაკრებლიდან შემოსული თანხის 100% მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება.
ცვლილებებით, საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდას ის კონტეინერი არ დაექვემდებარება, რომლითაც საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის პირველ თებერვლამდე დაიწყო და საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი იქნება არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილამდე.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ