საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაძვირდეს

საქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, გაძვირდეს. ამის მიზეზი კი პროდუქტის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში – რუსეთში საექსპორტო გადასახადის ზრდა გახდეს.
როგორც ცნობილია, დან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 2025 წლის იანვრიდან ტონაზე 16,067 რუბლი (161 დოლარი) გახდება, რაც დეკემბრის 9,195.8 რუბლის (92 დოლარის) მაჩვენებელზე 1,7-ჯერ მეტია. ეს მაშინ, როცა დეკემბერში რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ისედაც 3-ჯერ იყო გაზრდილი, ხოლო ასეთ მკვეთ ზრდამდე, კერძოდ, 2023 წლის მაისიდან ნოემბრამდე რუსულ ზეთზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა.
იმის გამო, რომ საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, ცხადია, იქ საექსპორტო გადასახადის ზრდა იმპორტის ღირებულებაზეც აისახება. ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს რუსეთიდან ზეთის იმპორტი უკვე 9%-ით გაუძვირდა, წინა წლის ნოემბერთან შედარებით კი საიმპორტო ფასი 20%-ით არის გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, თუ 2023 წელს საქართველო რუსეთში ერთ ლიტრ ზეთს 0.98 ცენტად ყიდულობდა, მიმდინარე წლის ნოემბერში ეს თანხა 1.18 დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის სექტემბერში კი ერთი ლიტრის იმპორტი 1.08 დოლარი ჯდებოდა. (შენიშვნა – ფასი დაანგარიშებულია საქართველოში არსებული გადასახადების გარეშე). 2023 წლის ნოემბერში რუსეთში 3.276 მლნ დოლარის ღირებულების 3 310 ტონა ზეთი ვიყიდეთ, მიმდინარე წლის ნოემბერში კი 3.585 მლნ დოლარის ღირებულების 3 018 ტონა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტის 87% რუსეთზე მოდის, დანარჩენი მცირედი წილი კი ისეთ ქვეყნებზე ნაწილდება, როგორიც არის , აზერბაიჯანი, უნგრეთი და ა.შ.
წყარო: BPN.GE