საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს
მაისში სოციალური შემწეობა 705 090 ადამიანმა მიიღო, აქედან 239 580 საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აპრილთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 3 274 არის გაზრდილი, რომელთა დახმარებაზე მაისში ბიუჯეტიდან ჯამში 71 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა.
ცნობისთვის, „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს