საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს 3 694 600 მოსახლეობიდან („საქსტატის“ ბოლო მონაცემებით), 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 690 496 ადამიანი იღებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, აქედან 460 603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობას იღებს, 229 893 კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
2024 წლის დეკემბრის მონაცემები 6.6%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, მაშინ საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა.
გარდა ამისა, 2024 წლის დეკემბერში შემწეობის მიმღებთა შორის 270 712 ადამიანი არასრულწლოვანი (0-18 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან) იყო, მათგან 82 999 არასრულწლოვანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირის ოჯახის წევრია. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, 2023 წლის დეკემბერში შემწეობას იღებდა 250 505 არასრულწლოვანი.