საქართველოში ყოველი მე-4 მოქალაქე პენსიონერია

საქართველოში ყოველი მე-4 მოქალაქე პენსიონერია
ქართველი ერი დაბერების აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი სიკვდილიანობა, დაბალი შობადობა, ხანდაზმულთა მზარდი რაოდენობა და გაორმაგებული მიგრაცია – 2030 წლისთვის რეალურ საფრთხეს მოასწავებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის დივიზიის (UNPD) პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში მოსალოდნელია მოსახლეობის კიდევ უფრო კლება და დაბერება.
ქვეყანაში დაბალი შობადობის მაჩვენებელი და მიგრაციის უარყოფითი სალდო მოსახლეობის დაბერებას და მის შემცირებას განაპირობებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი იზრდება. 2001 წელს მათი რაოდენობა მოსახლეობის 13,1 პროცენტი იყო, 2015 წელს მთელი მოსახლეობის 14,27 პროცენტი გახდა, ხოლო 2022 წელს — 22 პროცენტამდე (808 326 ადამიანი).
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 864 312 პენსიონერი ცხოვრობს, მაშინ როდესაც ოფიციალური ინფორმაციით ქვეყანაში 3.694 მლნ ადამიანია, ფაქტობრივად ყოველი მე-4 საქართველოს მოქალაქე პენსიონერია.

ასევე დაგაინტერესებთ