“საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი” – ირაკლი კობახიძის განცხადება

“საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი” – ირაკლი კობახიძის განცხადება
აი რა განცხადებას აკეთებს საქართველოს პრემიერ მინისტრი, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით:

„მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ იქნა გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე იყო მცდელობის ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არიან დაინტერესებული ეს ორგანიზაციები, გამოაქვეყნონ ანგარიშები, ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კეზელმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუქნციონირებად დემოკრატიაში უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე, სხვათა შორის, გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს