საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ფარმაცევტული კომპანიები – Forbes Georgia-ს რეიტინგი

Forbes Georgia წარმოადგინა საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგი, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.
რეიტინგი არ მოიცავს კომპანიებს, სადაც საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს საკონტროლო წილი გააჩნია. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი აქვთ საქართველოში. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ფარმაცევტული კომპანია „პსპ ფარმაა“. კომპანიის წილებს კახაბერ ოქრიაშვილი (95%) და თენგიზ ჯამელაშვილი (5%) ფლობენ.
Forbes Georgia-ს რეიტინგში საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ფარმაცევტული კომპანიები შემდეგია:
პსპ ფარმა – ღირებულება: ₾947.3 მლნ;
ავერსი-ფარმა – ღირებულება: ₾915.9 მლნ;
იმპექსფარმი – ღირებულება: ₾373.6 მლნ;
გლობალფარმი – ღირებულება: ₾244.6 მლნ.
გეა – ღირებულება: ₾192.5 მლნ.