საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სასურსათო ქსელები – Forbes Georgia-ს რეიტინგი
Forbes Georgia წარმოადგინა საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კერძო კომპანიების რეიტინგი, რომელიც ამ კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზეა შედგენილი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.
რეიტინგი არ მოიცავს კომპანიებს, სადაც საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს საკონტროლო წილი გააჩნია. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი აქვთ საქართველოში. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სასურსათო ქსელი „ნიკორაა“, კომპანიის წილებს ვასილ სუხიაშვილი (29%); ოლეგ ბუგანოვი (16%); დავით დუმბაძე (10.75%); ვასილ ტარადინი (10%); თალიკო ცირეკიძე (9%) და მაკა სალუქვაძე (6.25%) ფლობენ.
Forbes Georgia-ს რეიტინგში საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული სასურსათო ქსელები შემდეგია:
ნიკორა – ღირებულება: ₾1294.8 მლნ;
ორი ნაბიჯი – ღირებულება: ₾978.9 მლნ;
ფუდმარტი – ღირებულება: ₾593 მლნ;
ევროპროდუქტი – ღირებულება: ₾347 მლნ.
კარფური – ღირებულება: ₾343.8 მლნ.
