საქართველოში ყველაზე მეტ ფულს აშშ-დან და იტალიიდან რიცხავენ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული აპრილის თვის მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტ თანხას -დან და იტალიიდან რიცხავენ, ფულადი გზავნილების მესამედზე მეტი სწორედ ამ ორ ქვეყანაზე მოდის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად 2025 წლის აპრილში ამ ქვეყნებიდან 104.2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 35.2%-ს შეადგენს.
სულ აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ აშშ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
ათი ქვეყანა საიდანაც ყველზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
· აშშ – 53.99 მლნ დოლარი
· იტალია – 50.21 მლნ დოლარი
· ს ფედერაცია – 39.87 მლნ დოლარი
· გერმანია – 24.84 მლნ დოლარი
· საბერძნეთი – 24.62 მლნ დოლარი
· – 22.17 მლნ დოლარი
· თურქეთი – 8.60 მლნ დოლარი
· ესპანეთი – 7.86 მლნ დოლარი
· – 7.77 მლნ დოლარი
· ყაზახეთი – 7.16 მლნ დოლარი
ამავდროულად, აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.9 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აპრილის (30.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.9% მეტია.
ფორუმი