“თბილისი ჰილსი” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური პროექტია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც “ქალაქში ქალაქის” კონცეფციას ატარებს. საცხოვრებელი კომპლექსი მიზნად ისახავს შექმნას ადგილი, სადაც ყველაფერი, რაც სრულყოფილი ცხოვრებისთვის გჭირდება, ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი. თანამედროვე აპარტამენტების, მიწის ნაკვეთებისა თუ პრესტიჟული ვილების გარდა, ტერიტორიაზე ისეთი სხვადასხვა გამორჩეული ობიექტი შეგხვდებათ, როგორიცაა: საქართველოში გოლფის ერთადერთი პროფესიონალური 18 ფოსოიანი მოედანი, რესტორანი დიდი ტერასითა და გამორჩეული ხედებით, ვუდსპარკი.
