საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან

საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
„ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში, „გლობალური ომის პარტიიდან,“ ევროპელი პოლიტიკოსები შეცდომას უშვებენ.
„სამშობლოს სიყვარული არა მხოლოდ სადღეგრძელოში ითქმება ან სოციალურ ქსელში იწერება, არამედ იქ, სადაც მთელი ერი საქართველოს დასაცავად აპირებს დგომას – შენც იქ უნდა დადგე.
დასავლელი პოლიტიკოსები, “გლობალური ომის პარტიიდან” საქართველოსთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ. ჯერ შავი ფულით განიზრახეს ვაჭრობა ღირსების „შესასყიდად” და როდესაც ამაზე მტკიცე უარი მიიღეს, ისევ ფულით ვაჭრობა გააგრძელეს და პოლიტიკოსებს სანქციებით დაგვემუქრნენ. საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან. ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის. სამშობლოს დასაცავად გელით მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. დიდება საქართველოს!“, – დაწერა დიმიტრი ხუნდაძემ.
Next: ჩვენი საამაყო სამართალდამცველები, რომელთა დემონიზებას უსუსურად ცდილობენ “კლავიატურის ვირთაგვები”, არიან და იქნებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგული დამცველნი

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია