საქართველოში ფუნქციონირება რუსულმა ელექტრონულმა პლატფორმა Ozon-მა დაიწყო

საქართველოს მოქალაქეებისთვის პროდუქციის გამოწერა Ozon Marketplace-დან უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას მარკეტინგული სააგენტო Creative Bird ავრცელებს.
ozon.com-ზე 50 მილიონზე მეტი სახეობის პროდუქტია განთავსებული – საბავშვო ნივთებიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული.
„საქართველოს მოქალაქეებს, შეკვეთილი საქონლის მიღება GBS Export-ისა და Georgia CB-ის პუნქტების ქსელიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეეძლებათ.
აგრეთვე, შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მომსახურებით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბორჯომი, თელავი, გორი, , გურჯაანი და .
პირველ ეტაპზე საქონლის მიწოდებას საშუალოდ 14 დღე დასჭირდება, სამომავლოდ კი დღეების რაოდენობა შემცირდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ჩვენ უკვე ვაწვდით შეკვეთებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და მოხარული ვართ, რომ დღეიდან ამ ჩამონათვალს საქართველოს მაცხოვრებლებიც შეუერთდებიან. მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად ჩვენ მათ შევთავაზებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მოხერხებულ საკურიერო სერვისს. – აღნიშნა ალექსეი საპონიმ, ოზონის ოპერაციებისა და განვითარების დირექტორმა.
კომპანიის ინფორმაციით, ოზონი 2021 წლიდან ავითარებს ბიზნესს დსთ-ს ქვეყნებში. ამ დროისთვის, ს ფედერაციის გარდა, კომპანია ოპერირებს 7 ქვეყანაში.
„Ozon-ი გამოირჩევა განვითარებული ლოგისტიკით. საიტზე განთავსებულია 370 მილიონზე მეტი პროდუქტი 20-ზე მეტ კატეგორიაში: წიგნები, ტანსაცმელი, საკვები და მრავალი სხვა.
51,1 მილიონი აქტიური მომხმარებელი უკვე იღებს შეკვეთებს Ozon-იდან, რაც საშუალებას აძლევს 550 ათას მეწარმეს გაყიდონ თავიანთი საქონელი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.