საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ. ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს,ს სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.
ეს ქვეყნებია
· ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
· ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა
· განის რესპუბლიკა
· ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
· ერიტრეას სახელმწიფო
· იემენის რესპუბლიკა
· კამერუნის რესპუბლიკა
· კოტ-დივუარის რესპუბლიკა
· კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
· მაროკოს სამეფო
· ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
· ს ისლამური რესპუბლიკა
· სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
· სირიის არაბთა რესპუბლიკა
· სუდანის რესპუბლიკა
· ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა
· უგანდის რესპუბლიკა
“იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით” – აღნიშნულია დადგენილებაში.