ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს, მათ შორის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეებით დაფარული ფართობი შეადგენს 3 100 500 ჰექტარს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 44.5%-ია.
ქვეყნის ტყეების 98.5% ბუნებრივი წარმოშობისაა.
ფაქტობრივად უმნიშვნელო რაოდენობით, თუმცა, საქართველოს ყველა რეგიონში გვხვდება ხელოვნურად გაშენებული მეტწილად ფიჭვის კორომები (1.5%). ვინაიდან, საველე სამუშაოები ვერ განხორციელდა დროებით ოკუპირებულ და ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მის მომიჯნავე ტერიტორიებზე, ტყით დაფარული ფართობების დადგენის მიზნით, გამოყენებულია დისტანციური ზონდირების მეთოდი. შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოს ტყით დაფარული ფართობის 24.5% (759 200 ჰა.), მოქცეულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ტყის ფართობის 60%-ზე მეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე ზევით; 49 %-ზე მეტი – 260 და მეტი დაქანების ფერდობებზე, ხოლო ტყის მნიშვნელოვანი ფართობი – 39% განფენილია ჩრდილო ექსპოზიციის ფერდობებზე.
მათ შორის: აფხაზეთის ტყით დაფარული ფართობია 547 600 ჰა., ხოლო ცხინვალის რეგიონის – 211 600 ჰა. ჯამში საქართველოს დროებით ოკუპირებულ და მის საზღვართან არსებულ ტერიტორიაზე მოქცეულია ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობებით დაფარული – 822 000 ჰა., რაც ქვეყნის ტყით დაფარული ფართობის 26.5%-ს შეადგენს.