საქართველოში ტერორი ხდება, თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ტერორი ხდება, თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ადამიანებს მხოლოდ იმ მიზეზით აპატიმრებენ, რომ აქციებში მონაწილეობდნენ.
„პროტესტი საქართველოში, ტერორი ხდება. თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო. საზოგადო მოღვაწეებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებში მონაწილეობდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი – 9 წელი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.