22 წლის უკრაინელმა მოფარიკავე ვლადა ხარკოვამ OBOZ.UA-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მის მოპოვებულ ოქროს მედალზე ისაუბრა.
აღნიშნულ ტურნირზე ქართველებმა რუსების მონაწილეობა გააპროტესტეს და უკრაინელებს მხარი დაუჭირეს, რასაც ხაზი მოფარიკავემაც გაუსვა. მისი აზრით, რუსები შეჯიბრზე დაშვებულნი არ უნდა იყვნენ, თუმცა ამ ყოველივე ემოციურად მზად შეხვდნენ.
“ქართველების მხარდამჭერი საპროტესტო აქციის შესახებ Instagram-იდან გავიგე, რადგან ამ დროს თბილისი უკვე დატოვებული მქონდა, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოფნისას ქართველების მხარდაჭერას 100%-ით ვგრძნობდი.
უბრალო ადამიანები, შეჯიბრების ორგანიზატორები, ტაშს მიკრავდნენ და მხარდაჭერის არაერთი ჟესტი გამოხატეს. ვიგრძენი ქართველების ეს ველური ენერგია.
იყო შემთხვევები, როდესაც ტაქსით მივდიოდით და ტაქსის მძღოლები ამბობდნენ, რომ რუსების ტურნირზე დაშვების შესახებ გაიგეს, რაც ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო იყო და მხარდაჭერის არაერთ სიტყვას გვეუბნებოდნენ”, – თქვა ხარკოვამ.
“ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!” – სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
