საქართველოში სტუდენტების რაოდენობა 187 000-ია – ბევრია თუ ცოტა ეს?

რამდენს გსმენიათ ფრაზები: ყველა უნივერსიტეტში სწავლობს”, “დიპლომი უნდა ყველას, არადა თოხი უნდა ეჭიროს ხელში”. “რა საჭიროა უმაღლესი განათლება, თუ ფული უდიპლოლოდაც შეგიძლია იშოვო”, “არაა აუცილებელი ყველამ უმაღლესი დაამთავროს”, “ამდენი სტუდენტი რაში გვჭირდება?” და ა.შ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამბობს რომ ასეთი მიდგომა საზოგადოების დეგრადაციას იწვევს და მითი, თითქოს საქართველოში ზედმეტად ბევრი სტუდენტია, დასანგრევია.
“ერთი მავნებლური მითია დასანგრევი – თითქოს საქართველოში ზედმეტად ბევრი სტუდენტია, “ყველა უნივერსიტეტში სწავლობს”, “დიპლომი უნდა ყველას, არადა თოხი უნდა ეჭიროს ხელში”.
არ ვიცი, ეს მითი ოდესმე თუ შეესაბამებოდა რეალობას. ალბათ არა.
მაგრამ დღეს ის უეჭველად ყალბია. და ზიანს აყენებს საზოგადოებას.
საქართველოში სტუდენტების რაოდენობა დღეს არის 187 000, რაც, მოსახლეობის შესაბამის კოჰორტასთან შეფარდებული, გვაძლევს 78%.
78 პროცენტს!
“აუ, რამდენია?!”
სულაც არა.
პირიქით.
აი, გლობალური მონაცემები:
· საბერძნეთი 167%
· თურქეთი 128%
· ავსტრალია 106%
· ფინეთი 105%
· სამხრეთ კორეა103%
· სინგაპური 98%
· ნორვეგია 98%
· ჰონგ კონგი 97%
· ავსტრია 95%
· ესპანეთი 95%
· ლატვია 91%
· ისლანდია 85%
· 85%
· ბულგარეთი 84%
· შვედეთი 84%
· ბელგია 84%
· სლოვენია 82%
· ხორვატია 81%
· დიდი ბრიტანეთი 80%
· 79%
· საქართველო 78%
· გერმანია 77%
· კანადა 77%
· ლიტვა 77%
· ირლანდია 77%
· ურუგვაი 76%
· პორტუგალია 76%
· პოლონეთი 75%
· შვეიცარია 74%
· იტალია 74%
· ჩინეთი 72%
· 71%
· საფრანგეთი 71%
(ამ მონაცემს ჰქვია ჩარიცხვის მთლიანი კოეფიციენტი (Gross Enrollment Ratio – GER), რომელიც აჩვენებს, რამდენი სტუდენტია ჩარიცხული განათლების კონკრეტულ საფეხურზე, იმ მოსახლეობასთან შედარებით, რომელიც ასაკით ოფიციალურად ეკუთვნის ამ საფეხურს).
სამაგიეროდ რუსეთშია ეს მონაცემი სულ რაღაც 54%. და ტანზანიაში – საერთოდაც 5%.
ჰოდა, რას ვიღებთ სამიზნედ?
აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში საერთაშორისო სტუდენტთა საერთო რაოდენობა 20%, რაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩინეთსა და -ში, და ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში. ერთადერთი ბრიტანეთი გვისწრებს 25%-ით.
რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საერთაშორისო სტუდენტებს გამოვაკლებთ, ჩვენ სტუდენტების რაოდენობით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს (ევროპულსაც და არაევროპულსაც, დასავლურსაც და არადასავლურსაც) ჯერ კიდევ უნდა დავეწიოთ ცოტათი.
ამიტომ სტუდენტების რაოდენობის შემცირება ყალბ წარმოდგენებზე დამყარებული, დამაზიანებელი და მავნებლური პოლიტიკაა,” – წერს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიგა ზე.