„საქართველოში სპილენძის იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა 2024 წლის იანვარში განულდა“ – რა მოლოდინი აქვთ მსოფლიოში

„საქართველოში სპილენძით საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. 2023 წლის თანდათანობით კლების შემდეგ, იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა განულდა 2024 წლის იანვარში.
2024 წლის თებერვალში სპილენძის ფასი თვიურად 1.2%-ით შემცირდა. სპილენძის კონცენტრატების შეზღუდული ბაზარი სპილენძის ფასზე დადებითად მოქმედებს. Hernan Videla-ს, ჩილეურ მწარმოებელს, ოპერაციების დროებით შეჩერება მოუხდა, რადგან მომპოვებელ კომპანიებს აღარ შეეძლოთ ქარხნის მომარაგება. გადაზიდვის პრობლემებმა წითელ ზღვასა და პანამის არხში ლონდონის მეტალურგიული ბირჟის მარაგები ექვსთვიან მინიმუმამდე შეამცირა.
საპირწონედ, მზარდია ჩინური მარაგები, თუმცა მისი კლებაა მოსალოდნელი მარტიდან, ადგილობრივი მოთხოვნის გამოცოცხლების ფონზე. ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების კლების გადავადებას სპილენძზე უარყოფითი გავლენა აქვს (სესხის დაბალი პროცენტი ეკონომიკაში სპილენძის მოთხოვნაზე დადებითად მოქმედებს)“ – ნათქვამია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჩინური მარაგების ზრდისა, S&P Global-ის მიხედვით, 2024 წელს ბაზარზე 292,000 ტონა სპილენძის დეფიციტი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ