საქართველოში „სოციალური” ჩინური ბანკის შემოსვლაზე ინფორმაციას ჭაო ჩუანი არ ადასტურებს

საქართველოში „სოციალური” ჩინური ბანკის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს არ აქვს, – ამის შესახებ ინფორმციას bm.ge ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინურმა კორპორაციამ, China Communications Construction Company-მ გაიმარჯვა, ქვეყანაში გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში შემოსვლას ახალი ჩინური ბანკი გეგმავდა, რომელიც ე.წ. „სოციალურ მოდელს” აირჩევდა და მომხმარებლებს სესხებს საბაზრო ფასთან შედარებით დაბალ პროცენტში, დეპოზიტებს კი პირიქით – მაღალ პროცენტში შესთავაზებდა.
ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანიმ bm.ge-სთან განაცხადა, რომ ასეთი სიახლის შესახებ არ სმენია. მისი თქმით, ქართულ საბანკო სტრუქტურაში ჩინური ბანკი უკვე არის – საუბარია „ბაზის ბანკზე”, რომელიც რამდენიმე წლის წინ Xinjiang Hualing Group-მა შეიძინა.
„საქართველოში მოქმედ ჩინურ ბანკებს შორის გამოირჩევა ბაზის ბანკი, რომელიც შეიძინა Xinjiang Hualing Group-მა. მას შემდეგ ბაზის ბანკი სწრაფად იზრდება. 2023 წელს იგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა აღიარებული, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი საქართველოში და ამჟამად მეოთხე ადგილზეა ქართულ საბანკო ინდუსტრიაში.
ჩინეთის ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მზად არიან მხარი დაუჭირონ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ერთობლივ მშენებლობას. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი და სხვა ბანკები განსაკუთრებით არიან ორიენტირებული ინფრასტრუქტურის, „შუა დერეფნის“ და ენერგეტიკულ სექტორში პროექტების მხარდაჭერაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს აქტიურად გამოიკვლიოს ჩინურ საბანკო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა BMG-სთან საუბრისას.
წყარო: bm.ge