საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი TOP-5 ავიაკომპანია

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ოთხი თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 753,193 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Georgian Airlines-ი, იანვარ-აპრილში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 1 233,295 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და -5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-აპრილში განმავლობაში 371,562 ტონა ტვირთი გაატარა.
4 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 254,862 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ინდური სატვირთო ავიაგადამზიდავი Pradhaan Air-ი, რომელიც 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 225,122. ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
MNG Airlines;
Cargolux Airlines;
Pradhaan Air.