საქართველოში სახელმწიფო დროშები დაეშვა საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პარლამენტის, მთავრობის და სხვა ადმინისტრაციული დაწესებულებების შენობებზე. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზეც.
საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.
1921 წლის 25 თებერვალს, ს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი ს გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიები – და ცხინვალის რეგიონი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Reuters – გაერო-ს უშიშროების საბჭომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს