საქართველოში საწვავი გაძვირდა

Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
· Efix სუპერი – ₾3.54;
· Efix ევრო პრემიუმი – ₾3.17;
· ევრო რეგულარი – ₾2.95;
· Efix ევრო დიზელი – ₾3.10;
· ევრო დიზელი – ₾3.05;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ივლისის შემდეგ საწვავი 5-10 თეთრით გაძვირდა. ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
· Euro Super – ₾3.49; გაძვირდა – 5 თეთრით;
· Premium Avangard – ₾3.03; გაძვირდა – 10 თეთრით;
· Euro Regular – ₾2.83; გაძვირდა – 8 თეთრით;
· Euro Diesel – ₾2.98; გაძვირდა – 8 თეთრით;
Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:
· Super – ₾3.19, გაძვირდა – 20 თეთრი;
· Premium – ₾2.94, გაძვირდა – 5 თეთრით;
· Euro Regular – ₾2.74, გაძვირდა – 5 თეთრით
· Euro Diesel – ₾2.99; გაძვირდა – 5 თეთრით
· Effect Diesel – ₾2.79; გაძვირდა – 5 თეთრით
უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების შემცირება დაიწყო. საქართველოში საწვავის რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, ქვეყნის შიგნით საწვავის კიდევ უფრო მეტად გაიაფებასაც პროგნოზირებდნენ. საწვავის გაიაფების ტენდენცია მაისშიც შენარჩუნდა. თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის დაღმავალი ტრენდი, ზრდით შეიცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულება არ გაზრდილა, თუმცა საქართველოში საწვავის ფასი ნავთობიმპორტიორმა და საწვავის რეალიზატორმა ბრენდებმა გააძვირეს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა