საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩმა, უკრაინის საელჩოსა და მოკავშირეებთან ერთად, გვირგვინით შეამკო უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, უკრაინის საელჩოსა და მოკავშირეებთან ერთად, გვირგვინით შეამკო უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
„დღეს დილით, საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, უკრაინის საელჩოსა და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, გვირგვინით შეამკო უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომლებიც დაეცნენ ფრონტის ხაზზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია – რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იტვირთოს ყველას როლი? ვინმეს ხომ არ დასჯის და სანქციებს დააწესებს? ცდილობს, იყოს გამაერთიანებელი და ვისთანაც ხერხდება, ხერხდება – თავად გააკეთონ უკეთესად, რაც არ მოსწონთ