“საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ…” – გიორგი მელქაძე

გიორგი მელქაძემ Championat-თან ინტერვიუში საქართველოს ჩემპიონატზე და აქ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
“საქართველოში უნდა იცხოვრო, ივარჯიშო და ჭამო, რათა ფეხბურთელმა მიხვდე, თუ სად იმყოფები. იმ პირობებში სხვაგვარად იაზრებ და აფასებ, თუ რა გქონდა მანამდე. და ახლა როცა “ახმატში” რომელიმე ფეხბურთელი დაიწუწუნებს, მე მაშინვე ვეუბნები: “გინდა საქართველოში გაგიშვა?”
საქართველოში საფეხბურთო პირობებიც საშინელია. საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ სურვილი და მისწრაფება იმ დონეზე ვერა. თუმცა რომც გამოჩნდეს ასეთი ფეხბურთელი, იმ პირობებში ძალიან გაუჭირდება.
რუსეთში თამაშის მერე წავედი საქართველოში, ფოთის “კოლხეთში”. მაგრამ იქ ერთი წელი ძალიან დიდი დროა. ნახევარ წელიწადში მივხვდი, რათა ყველაფერს მივმხვდარიყავი. მერე დავბრუნდი და აგენტის გარეშე მივწერე სხვადასხვა კლუბებს. ვკითხულობდი, ვის შეეძლო ჩემი გასინჯვა. “ახმატი” დამთანხმდა და აი, აქ ვარ.
საქართველოში შეგნებულად წავედი. ეს იყო ცხოვრების სკოლა, საკუთარი თავი გამოვცადე. ჩემში მოხდა მენტალური გარდაქმნა. ფიზიკურად არ შევცვლილვარ, მხოლოდ ერთი წლით დავბერდი” – აცხადებს მელქაძე რუსულ პრესასთან.
ცნობისთვის, გიორგი მელქაძეს სხვადასხვა დროს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, მას შემდეგ კი რაც რუსეთის ძირითად ნაკრებში თამაშის შანსი საბოლოოდ დაკარგა, 2022 წელს, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, აი, რას ამბობდა მელქაძე:
“საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც”.