საქართველოში საპორტო მომსახურების საფასური 6-ჯერ მეტია ვიდრე შავი ზღვის სხვა პორტებში – გია დანელია

საქართველოს პორტებში ტარიფები მსოფლიოს რიგ საუკეთესო პორტთან შედარებით მაღალია – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც „შუა დერეფნის“ პოტენციალს ეხება.
კვლევის მიხედვით, 1500 TEU-ს ტევადობის გემის ს საზღვაო ნავსადგურში შესვლის სანავსადგურო მოსაკრებლები და გადასახადები 38 000 დოლარია, რაც საშუალოდ, ერთი 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 97 დოლარს შეადგენს. ბათუმში ეს ფასი 32 300 დოლარია (80 დოლარი 40-ფუტიან კონტეინერზე). ასეთივე მოცულობის გემისთვის მოსაკრებლები და გადასახდელები როტერდამის პორტში 17 100 დოლარია.
საქართველოს პორტებში არსებული მაღალ ტარიფებზე საუბრობს “კავკასტრანს ექსპრესის“ დამფუძნებელი გია დანელიაც. როგორც დანელია ამბობს, საქართველოში არსებულ პორტებში გადასახადი 6-ჯერ აღემატება შავი ზღვის სხვა პორტებში არსებულ ტარიფს.
დანელია ხაზს უსვამს ტვირთების გამტარუნარიანობასაც და ამბობს, რომ კუთხით ინფრასტრუქტურის განვითარება არსებული რეალობის გათვალისწინებით გადამწყვეტია.
“2023 წლის 10 თვის მაჩვენებლებით პორტების დატვირთვა უკვე 95%-ია, პრაქტიკულად ზღვარზე მუშაობს. ის რაც პერსპექტივაში პროექტები არის დაგეგმილი გარკვეულწილად შეამსუბუქებს მდგომარეობას და მოიზიდავს კიდევ დამატებით ტვირთებს. ანაკლიაზე აღარ ვლაპარაკობ, ანაკლია მილიონ კონტეინერს მიიღებდა და დაამუშავებდა.
ასევე ჩვენს პორტებში საპორტო მომსახურების საფასური 6-ჯერ მეტია ვიდრე შავი ზღვის სხვა პორტებში. შესაბამისად, ეს იწვევს ტარიფის გაზრდას და გემზე დატვირთული ტვირთის ღირებულების ზრდას”, – აცხადებს “კავკასტრანს ექსპრესის“ დამფუძნებელი გია დანელია.